ქრისტიან-დემოკრატები საარჩევნო კანონდებლობაზე მომუშავე ჯგუფების მუშაობის განახლებას ითხოვენ. ეს საკითხი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენა.
როგორც მან განაცხადა, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეთანხმებული საარჩევნო კანონდებლობაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატი. მისი განმარტებით, ცვლილებებზე მუშაობა დასაჩქარებელია, რათა მოესწროს შემდგომ მისი მიტანა საარჩევნო კომისიების თანამშრომლებამდე.
"ბოლო პერიოდში ხელისუფლება ეიფორიაშია ჩავარდნილი არჩევნების საერთაშორისო შეფასებების გამო არჩევნების დონის ამაღლებასთან დაკავშირებით. თუმცა არაფერს ამბობს ამ დასკვნებში არსებულ უარყოფით შეფასებებზე, მაგალითად, ეუთოს დასკვნაში არის ლაპარაკი ხარვეზებზე, რომელიც აუცილებლადაა გამოსასწორებელი", - აცხადებს ვეფხვაძე და დასძენს, რომ ამისთვის აუცილებელია საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის განახლება.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს აღნიშნული ჯგუფის მუშაობის ფორმატი.