პარლამენტის ბიურო ლეიბორისტულ პარტიას იურიდიულ კვალიფიკაციას უწონებს, მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათს კი "მიტინგზე გამოსვლას" ადარებს. ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხიელ მაჭავარიანმა დღეს ბიუროს სხდომაზე ლეიბორისტების საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებისას განაცხადა. ეს ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვილებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, რელიგიური აღმასარებლობის გამო, თუ ამით დაირღევა საზოგადოებრივი წესრიგი, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.
მაჭავარიანის შეფასებით, "კანონპროექტი აბსულუტურად სწორად და გამართულად არის ჩამოყალიბებული და მას პარლამენტი აუცილებლად განიხილავს", თუმცა პრობლემას წარმოადგენს აღნიშნული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, რომელიც, მისი თქმით, "ოფიციალური დოკუმენტის ნაცვლად, მიტინგზე სიტყვით გამოსვლას ჰგავს".
პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნა და სთხოვა, შენიშვნები გაითვალისწინონ, ხარვეზები გაასწორონ და პარლამენტს ისე წარუდგინონ.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ლეიბორისტები: შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, იოსებ შატბერაშვილი და კახაბერ ძაგანია არიან.