10-13 იანვარს, მესე ფრანკფურტი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში 4 დღიან, ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას Heimtextil 2017-ს მართავს, რომლის ფარგლებშიც გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ტექსტილის სფეროს 2017-2018 წლის ტენდენციებს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ მეწარმეებსაც, რაშიც მათ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) დაეხმარება.
გაერთიანების ინფორმაციით, Heimtextil 2017-ზე წარმოდგენილი იქნება ეკოლოგიურად დამუშავებული, ინოვაციური დიზაინით დამზადებული ხარისხიანი ქსოვილები, სამაგიდო ტექსტილები, დეკორაციული ბალიშები, ასევე აბაზანის, საძინებელი ოთახის, ფანჯრების, იატაკისა და კედლის დეკორაციები.