კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის მუშაობის გახანგრძლივებას და კომისიის მიერ მომზადებული მეორე შუალედური დასკვნის 18 ივნისადმდე განხილვას ითხოვს. ეს მოთხოვნა კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დააყენა. როგორც მან აღნიშნა, აღმოჩენილია ახალი გარემოებები და კომისიას საკითხის შესწავლისთვის ვადის გახანგრძლივება ესაჭიროება. შესაბამისადმ იგი თხოვს, რომ პარლამენტმა კომისიას მუშაობის ვადა გაუხანგრძლივოს.
ამ მოთხოვნას სხდომის წამყვანი პარლამენტის პირველი ვიცე-სპკიერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი თანხმობას მისცემს. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, როდის ექნება კონსტანტინე გამსახრდიას შესაძლებლობა, კომისიის მუშაობის მეორე შუალედური დასკვნა პარლამენტს სესიაზე წარუდგინოს.
კონსტანტინე გამსახურდია ითხოვს, ანგარიშის მოსმენა 18 ივნისამდე გაიმართოს, რადგან ამის შემდეგ იგი საქართველოში აღარ იქნება. მაჭავარიანის თქმით კი, აღნიშნული საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია გასული წლის ბოლოს შეიქმნა, მაშინ როდესაც კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში შევიდა. კომისია რომელიც 3-თვიანი ვადით იქმნება საქმიანობის ვადა უკვე ორჯერ გაუგრძელდა, მეორე ვადა კომისიას 23 ივნისს ეწურება.