ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ცხინვალში კი მისი საქმის გამოძიება გრძელდება. ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე 6 თვის წინ დაკავებული გიუნაშვილის საკითხი ერთ-ერთი-მთავარი-იყო. მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინცინდენტები განიხილეს და იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რასაც მოსახლეობას მავთულხლართები უქმნის. ოსურმა მხარემ ქართულ მედიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაშუქებისას გამოყენებული ტერმინები გააპროტესტა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრეების გადმოსვლის შემთხვევები უარყო. მომდევნო შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.