"ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანიაში მხოლოდ 700 ათასი ლარი დახარჯა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
"ეს თანხა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხარჯა ყველაფერში, დაწყებული მობილურ ტელეფონებზე საუბრისათვის საჭირო თანხით და დამთავრებული პლაკატების დაბეჭდვითა თუ საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო დარბაზების ქირაობისათვის", - აღნიშნა ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ ცესკოში პოლიტიკური სუბიექტების მიერ არჩევნებისთვის დახარჯული ფინანსური ანგარიშის შეტანის ვადა დღეს, 19:00 საათზე იწურება.
აღნიშნულ ფინანსურ ანგარიშებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ორ დღეში გამოაქვეყნებს.