"ის, რომ თურმე საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია კეთილი მიზნებს ემსახურებოდა სრული აბსურდია", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ რუსეთის ვიცე-პრემიერის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
ჯალაღანიას განცხადებით, რუსეთის მაღალჩინოსნები ცდილობენ საქართველოს მიმართ ჩადენილი სამხედრო აგრესია გაამართლონ, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა მოჰყვა.
"უცნაურია, როცა აგრესორები ასეთ განმარტებებს აკეთებენ. რუსი მაღალჩინოსნები ცდილობენ გაამართლონ კრემლის ის ქმედებები, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარება და ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდა მოჰყვა. თურმე ეს ყველაფერი რუსეთს კეთილი ზრახვებით გაუკეთებია. ეს ყველაფერი აბსურდია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა სინგაპურში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გამაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი იმიტომ აღიარა, რომ საქართველოს მხრიდან შემდგომი აგრესია აეცილებინა.