"საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom house-ს მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ ერთეულებად მოხსენებაში საგანგაშო არაფერი არ არის", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან ერთად საერთაშორისო რუკაზე სადავო ტერიტორიებად არის მიჩნეული, რაც არ შეიძლება აღიქვას, როგორც მათ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად იდენტიფიკაციაზე.
"ჩვენ Freedom house მოლაპარაკებს ვაწარმოებთ და დამატების დაზუსტებებს გავაკეთებს. მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია. ამ მოხსენებაში მთავარი ის არის, რომ აღწერილია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ადამიანის უფლების და იქ არსებული ვითარების კუთხით", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ Freedom house-ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ე.წ. სამხრეთ ოსეთი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით "უარესთა შორის უარესის" კატეგორიაში მოხვდა.