ოკუპანტებმა ჯარიაშენიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილის გატაცება ჯარიაშენიდან ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა. სავარაუდოდ, მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ.
საქართველოს მოქალაქის გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამჟამად დეტალები ზუსტდება.