ლაშა ნაცვლიშვილმა რესპუბლიკური პარტიის რიგები დატოვა. მისი თქმით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია განსაზღვრული პაუზის გაკეტება.
"პარტიის დატოვების საბოლოო გადაწყვეტილება 30 მაისის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მივიღე, მაგრამ არჩევნებამდე გადაწყვეტილების გახმაურება არ მინდოდა", _ განაცხადა ნაცვლიშვილმა. მან მიზეზების დაკონრეტებისაგან თავი შეიკავა. ნაცვლიშვილის თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მისი და პარტიის ლიდერების მოსაზრებები ერეთმანეთს არ დაემთხვა.