ნარკოტრანზიტში ჩართული კიდევ ერთი ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
საქალაქო სასამრთლო დღეს კახა სვანიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელებს, რომელიც ფოთში ჯართის სახით შემოტანილ ნარკოტიკს ანაწილებდა.
სვანიძემ სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.
აღსანიშნავია, რომ კახა სვანიძე ნუგზარ ბოჭორიშვილის ახლო ნათესავი და კლასელია.
შეგახსენებთ, რომ ნარკოტრანზიტში ჩართულ ხუთ ეჭვმიტანილს - ანასტასია ზაუტაშვილს, თენგო გურჩიანს, რომან მუსელიანს, მევლუდ სვანიძესა და გიორგი ჩეჩელაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.