დღეს, 6 ივნისს, საქართველოს პრეიზდენტი მიხეილ სააკაშვილი პარიზში ჩავა. საფრანგეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეიზდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზს შეხვდება და მასთან საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს განიხილავს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ასევე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია პრეზიენტის საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში და კვლევით ცენტრებში გამოსვლები, ასევე საქმიან წრეებთან შეხვედრები.
"პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრაზე საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერის გარძელებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებს განიხილავს", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტთან ერთად საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხბეში თამარ კოვზირიძე იმყოფებიან.