დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის ახალი წევრი, ყოფილი მოჭიდავე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე წარადგინა. ბურჯანაძის განცხადებით, კურტანიძემ მისი პარტიის რიგებში გაწევრიანების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ აპრილში მიიღო.
"მან ეს გადაწყვეიტლება მიიღო შინაგანად აპრილის აქციების დროს. კურტანიძე არჩევნის წინაშე დააყენეს: ან დარჩენილიყო სპორტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამდებობაზე, რომელზედაც მუშაობდა, ან გაეგრძელებინა მეგობრობა ჩვენს პარტიასთან. მან გადაწყვეტილება სიმართლისა და ვაჟკაცობის სასარგებლოდ მიიღო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ახლა მეამაყება, რომ ჩემ გვერდით დგას არა მარტო დიდი სპორტსმენი, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დიდი მოქალაქე. ლუკა კურტანიძე დაიბადა და გაიზარდა აფხაზეთში. ჩვენ ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყენას, სადაც ვერც ერთ ქართველს ვერავინ უკარნახებს, ვისთან იმეგობროს და რა განცხადებები აკეთოს", - განაცხადა საქართველოს პარალმენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
მისი განცხადებით, საზოგადოება დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს კიდევ რამდენიმე ახალ წევრს გაიცნობს.
თავად დემოკრატიული მოძრაობის ახალი წევრის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დაინახა, რომ ბურჯანაძის პარტიაში ის ადამიანები, არიან თავმოყრილნი, რომლებიც ღირსეული საქართველოს აშენებისთვის იბრძვიან.
"გადაწყვეტილება მივიღე აპრილში და ჩავთვალე საჭიროდ, დავმდგარიყავი ბურჯანაძის გვერდით. ვერთიანდებით, რათა საქართველო ავაშერნოთ ისეთ ქვეყანად, სადაც ადამიანები იცხოვრებენ შიშისა და ღირსების დაკარგვის გარეშე. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება გულით ნაკარნახებია და მასში გულწრფელობის გარდა არაფერია", - განაცხადა კურტანიძემ.
შეგახსენებთ რომ ლუკა კურტანიძე თავისუფალი სტილით ჭიდოაბაში ხუთგზის ევროპის და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. ასევე ორგზის ოლიპმიადის პრიზიორია და მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხერისხის ორდენი.