ლეიბორისტურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ. "არჩევნების გმირები" ასე აფასებენ ლეიბორისტები კონკრეტულ პიროვნებებს. ლეიბორისტები აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა პარტიების წარმომადგენლები მათ მიერ ცესკოში და საარჩევნო უბნებზე მივლინებულ დამკვირვებლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. დღეს პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, რომ თითოეული კანონდამრღვევის ვინაობა მათთვის ცნობილია და "შრომის პარტია" უახლოეს მომავალში მათ ვინაობას გამოაქვეყნებს.
"ჩვენს მიერ წარდგენილმა კომისიის წევრებმა იბრძოლა გმირულად არჩევნების გამყალბებელთა წინააღმდეგ, რასაც ვერ ვიტყვით რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, რომლებიც ნაცმოძრაობის კომისიის წევრებთან ერთად ახორციელებდნენ უპრეცედენტო, თავხედურ ზეწოლად ჩვენი კომისიის წევრებზე", _ განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.