საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს, დღეს გაათავისუფლეს. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე დააბრუნეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები 5 და 6 ნოემბერს, ე.წ.ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.