ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ალან ჯუსოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტთან საუბარში აცხადებს, რომ ოსმა სეპარატისტებმა ქართულ სოფლებს წყალი იმიტომ გაუთიშეს, რომ ქართული სოფლები წყლის გადასახადს არ იხდიან.
"წყალმომაგარაგება გადაუხდელობის გამო გავთშეთ. რაც შეეხება ამ საკითხს, განსასაზღვრავია მოცულობები, გასაფორმებელია შესაბამისი ხეშეკრულებები მიწოდებების შესახებ, დასადგენია გადასახადის რაოდენობა წყალზე, ანუ ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებშია მოსაქცევი",_ აცხადებს ალან ჯუსოევი და დასძენს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მედიით ისმის "მხოლოდ და მხოლოდ რაიონის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მცდელობაა და სხვა არაფერი".