დღეს, 4 ივნისს, საქალაქო სასამართლო "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ეჭვმიტანილების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. გუშინ მათი დაკითხვა გვიანობამდე მიმდინარეობდა, ასევე გვიან დატოვა ე.წ. მოდულის შენობა გურჩიანის ადვოკატმა ეკა სურგულაძემ თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ დრომდე ასევე კომენტარისგან თავს იკავებს ანასტასია მუსელიანი-ზაუტაშვილის ოჯახიც.
შეგახსენებთ, რომ მევლუდ სვანიძე, რომან მუსელიანი, ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივეს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი რომელიც, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა და ესპანეთში ცხოვრობს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან მათ რეგულარულად უგზავნიდა ჯართს სადაც კოკაინის დიდი პარტიები იყო დამალული საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი გადანაწილების მიზნით.
საქართველოში ჯართის ბოლო პარტია 2009 წლის ივლისში შემოვიდა და მასში 90 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციიდან მიღებული მილიონ შვიდასი ათასი ევროც.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ჯგუფს კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი აკონტროლებდა.