ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში კვლავ პრაგამტული რჩება და საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე მთავრობა დათმობებზე ვერ წავა. ასეთია გამოხმაურება რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფების შექმნაზე, რასაც თბილისში უარყოფითად აფასებენ. მმართველ პარტიაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვთ, ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მოსკოვში გასულ წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება. მთავარი ამოცანა „შეიარაღებულ თავდასხმაზე ადეკვატური რეაგირება“ იქნება.