დღეს, 4 ივნისს, 13:00 საათზე, "დაიცავი საქართველოს" ოფისში (კრწანისის # 38) "ალიანსი საქართველოსთვის" ყოფილი წევრი კოკა გუნცაძე პრესკონფერენციას გამართავს. იგი აცხადებს, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოში" გაწევრიანებას არ გეგმავს. ამის შესახებ გუნცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ბურჯანაძის პარტიაში შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ ვადასტურებ და მინდა გითხრათ, რომ სადმე გაწევრიანების შესახებ კონსულტაციები არავისთან არ მაქვს", - აღნიშნა გუნცაძე.
მის თქმით, 4 ივნისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე იგი ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს და 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებს შეაფასებს.