"ალიანსი საქართველოსთვის" ყოფილი წევრი კოკა გუნცაძე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოში" გაწევრიანებას არ გეგმავს. ამის შესახებ გუნცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ბურჯანაძის პარტიაში შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ ვადასტურებ და მინდა გითხრათ, რომ სადმე გაწევრიანების შესახებ კონსულტაციები არავისთან არ მაქვს", - აღნიშნა გუნცაძე.
მის თქმით, 4 ივნისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე იგი ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს და 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებს შეაფასებს.
გუნცაძე პრესკონფერენციას 4 ივნისს, 13:00 საათზე, კრწანისის #38 მდებარე "დაიცავი საქართველოს" ოფისში გამართავს.