"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია არ ეთანხმება "ალიანსის საქართველოსთვის" ყოფილი წევრის, სოზარ სუბარის შეფასებებს, რომელიც აცხადებს, რომ "ალიანს" მომავალი არ არ აქვს, რადგან მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული ხედვა აქვთ.
"ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალები იმ ნიშნით გაერთიანდნენ, რომ ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებასთან დაკავშირებით საერთო ხედვა აქვთ. მომავალი მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს აქვთ, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით ხედავენ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნაჭყებიამ.
მისი განცხადებით, ალიანსში შემავალი პარტიები პოლიტიკურ ბრძოლას ერთად გააგრძელებენ, თუმცა ყველა პარტია თავის იდენტიფიკაციას შეინარჩუნებს.