"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირაკლი ალასანიას აკრიტიკებს.
"არჩევნების ღამეს მილოცვები გამაოგნებელი იყო, მაგრამ უფრო გამაოგნებელი ის იყო, რომ გუშინწინ მიულოცეს და გუშინ კი თქვეს, ხმები გაგვიყალბესო. შე დალოცვილო, მაშინ რას ულოცავ, თუ გაგიყალბეს და თუ არ გააყალბეს, დარჩი შენი მილოცვის ერთგული და გაყალბებას ნუღა აბრალებ", - განაცხადა ბურჯანაძემ დღეს პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ბურჯანაძის შეფასებით, "დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ "კენჭებისა და ლოდების გადმოყრა" ადრეც ხდებოდა, თუმცა ახლა ძალიან გააქტიურდა.
"ძალიან დასანანი იქნება, თუ საბოლოოდ ჩაჯდება ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ხელისუფლების სქემაში და სამიზნედ ჩვენს პარტიას ამოირჩევს. ამ პარტიის ძალიან დიდი იმედი ჰქონდა საზოგადოებას", - აცხადებს ბურჯანაძე.