"ლეიბორისტული პარტია" ახალ საზოგადოებრივ ცენტრს აფუძნებს, როემლიც იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს. შესაბამისი განცხადება დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
შალვა ნათელაშვილს საქართველოში არსებული ყველა უარყოფითი პროცესის სათავედ, ორი დიდი იმპერიის მიერ ქვეყნის ოკუპირება და კოლონიზაცია მიაჩნია. მისი თქმით, საქართველოს სამხედრო გზის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს მონურად აქვს კოლონიზირებული.
მისივე განცხადებით, ზემოხსენებული საზოგადოებრივი ცენტრი დღეიდან პარტიის ბაზაზე შეიქმნება. ინფორმაცია ცენტრის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებისა და დეტალების შესახებ კი საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.