საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ეკონომიკურ სამართლებრივი კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა. წევრებმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ კანონპროექტი გაიხილეს. კანონის ამოქმედების ზოგად ვადად 2017 წლის სექტემბერი მოიაზრება. პროექტი ეხება ისეთ კომპანიებს, რომლებიც გარემოზე ზეგავლენას ახდენენ.
ასევე, კომიტეტის ფარგლებში მსგელობა გაიმართა ესტონურ მოდელთან დაკავშირებით. სავარაუდიდ დაიგეგმება ყორქშოფი ესტონურ მოდელთან დაკავშირებით, სადაც მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ძირითადი აქცენტი რეგიონულ ბიზნესზე გაკეთდება.
ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა ასევე სპეციალიზირებული კომერციული და საგადასახადო პალატის დაარსება/რეფორმის კკონცეფციაზეც იმსჯელეს.
კომიტეტი სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „EY“-საქართველოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა ბიზნეს წრეებთან საუბრების და შეხვედრების შედეგად, მათთვის პრობლემატური საკითხების აღმოჩენა და გადაწყვეტის გზების მოძიებაა.
კომიტეტის შეხვედრების დროს, რომლის წევრებიც სხვა და სხვა წამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები არიან, განხილული იქნება სხვა და სხვა საკითხები, რომლის შემდეგაც, პალატა, კომიტეტის ფარგლებში უზრუნველყოფს ფორუმების ორგანიზებას, რომელზეც შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების საჯარო სექტორთან ერთად გაანალიზება და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ დისკუსიის გამართვა.
პალატის მიერ შექმნილ კომიტეტში, ირიცხება 10 წევრი, მათ შორის EY, PwC, Deloitte, KPMG, Grant Thornton, PMCG, BDO, Kreston International, GF Capital.