საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის სენატის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა.
როგორც რუმინეთის სენატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს და მისი ხალხის ბედი მნიშვნელოვანია არ მარტო რუმინეთისთვის, ასევე მთლიანად ევროკავშირისთვის.
თავის მხრივ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, აღნიშნა, რომ რუმინეთმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამას ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.
მიხეილ სააკაშვილმა სენატის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ამასთან, სააკაშვილი ანთიმოზ ივერიელის ტაძარსაც ეწვია.
დღესვე დაგეგმილია საქმიან წრეებთან ბიზნესლანჩიც, სადაც მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.