საკრებულოს პირველსავე სხდომაზე მოვითხოვთ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების გაიაფებას, _ ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიამ "ინტერნეტ მედია-გუფში" გამართYულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავად და მისი პარტია ტარიფების გაიაფებას მოითხოვს, ისე, როგორც "ქრისტიან დემოკრატებმა" წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობაზე დაპირებები გასცეს.
"ჩვენ ტარიფების გაიაფებას მოვითხოვთ და შევეცდებით ამ მთავრობას გავაგონოთ ხალხის ხმა და ის ტკივილი მივიტანოთ მათთან, რაც დღეს საზოგადოებაშია. წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი გაჭირვებული ადამიანის წერილი დამიგროვდა და ვაპირებ ეს წერილების დასტა პირადად გადავცე უგულავას, რათა მან ამ ხალხის ტკივილი გაიზიაროს. იმავდროულად, შევეცდებით საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ზაალ სამადაშვილს ის დღეები მოვანატროთ, როდესაცის საკრებულოში მარტო იჯდა და საკითხებს ერთფეროვნად განიხილავდა", _ განაცხად გრიგოლიამ.
მან ღესვე განმარტა რომ თუ ოპოზიციას გამარჯვება სურს, საპარალმენტო არჩევნებში მან დღესვე უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა რეიგონებში, რათა საბოლოოდ რეიგონებიც თბილისის მსგავსად გახდეს აქტიური და ოპოზიციამ გამარჯვება მოახრეხოს.