კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას, მახაჩკალის ერთ- ერთ ცენტრალურ რაიონში, სხვა და სხვა მონაცემებით, ლიკვიდირებულია ორიდან-სამამდე ბოევიკი. ეს ინფორმაცია რუსულ მედიას ჩრდილო-კავკასიურ ფედერალურ ოლქში არსებულმა წყარომ აცნობა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე, სადაც შეტაკება მიმდინარეობდა წარმოქმნილი ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ შეტაკების ადგილას მდებარე ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, ვაგაბოვის დაჯგუფების გავლენიანი ბოევიკები აფარებდნენ თავს. ეს ბანდჯგუფი დაღესტანსა და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მოქმედებს.
რუს სამართალდამცავთა ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაგაბოვის დაჯგუფების წევრები შესაძლოა მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებასთან იყვნენ კავშირში.