2 ივნისის, 20:00 საათის მდგომარეობით დათვლილია ყველა უბნის წინასწარი შედეგები.
ცესკოს პრესსპიკერის ჯული გიორგაძის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმების ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge განთავსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ჩატარდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
წინასწარი მონაცემებით პროპორციული წესით საქართველოს მასშტაბით პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
1. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 65.5%
2. "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 9.1%
3. "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" --11.9%
4. ,,ეროვნული საბჭო" - 6.9%
5. ,,თოფაძე მრეწველები" - 4.2%
კენჭისყრის შედეგები გაუქმდა 5 უბანში. ეს უბნებია:
№27 მცხეთის №24 უბანი-კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევა-,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საჩივარი;
№15 ლაგოდეხის №21 უბანი -კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევა და ხმების დათვლის პროცედურის დარღვევა- დაკმაყოფილებულია 6 საჩივარი,;
№47 მესტიის №13 უბანი - საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის არ არსებობის საფუძველზე;
№11 საგარეჯოს №46 და №47 - ბათილად იქნა ცნობილი.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1,740,652 (ამომრჩეველთა 49%-ი) ამომრჩეველმა.