უკრაინული ავიაგადამზიდავი Ukraine International Airlines-ი (flyUIA) გლობალური ჯავშნის სისტემა Amadeus Altea-ზე გადადის.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ ამიტომ 24 საათის განმავლობაში დაჯავშნის და ჯავშანში ცვლილებების ფუნქცია ხელმისაწვდომი არ იქნება.
«მომსახურების სპექტრის გაფართოების მიზნით და მაქიმალურად კომფორტული მომსახურებისთვის flyUIA გადადის გლობალური ჯავშნის სისტემა Amadeus Altea-ში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადასვლის მომენტში დაჯავშნის და ჯავშანში ცვლილებების ფუნქცია არ იქნება ხელმისაწვდომი.
კერძოდ, 22 ოქტომბერს 12:00 საათიდან - 23 ოქტომბრის 12:00 საათამდე (უკრაინის დრო) შეუძლებელი იქნება დაჯავშნოთ, ან გადაცვლოთ ბილეთი, შეიძინოთ ესა თუ ის სერვისი (დამატებითი ბარგი, კვება და ა.შ.), როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე ქონტაქტ ცენტრში, სააგენტოებსა და წარმომადგენლობების ოფისებში.
გმადლობთ და ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის», აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.