Microsoft-ის მობილური განყოფილების წარმომადგენელი ჯეიმს რაზერფორდი ბრენდ Nokia-სთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ბაზარზე 4 სახეობის სმარტფონი გამოჩნდება, რომელიც Android-ის ბაზაზე იმუშავებენ.
გეგმის მიხედვით, Nokia-ს ორი მოდელი 2016 წლის ბოლომდე, ხოლო ორიც 2017 წლის მეორე კვარტალში გამოვა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ Nokia-ს სმარტფონებს ჩინური კომპანია HMD Global-ი ააწყობს.