ანჯელინა ჯოლისთან განშორებისბ შემდეგ ბრედ პიტმა შვილები პირველად ნახა. ამის შესახებ გამოცემა People იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მამამ და შვილებმა მთელი დღე ერთად გაატარეს და კარგადაც გაერთნენ. ჯოლიმ განქორწინებაზე განცხადება 19 სექტემბერს შეიტანა. ერთ-ერთი ვერსიით, განშორების მიზეზი შვილებთან პიტის არაკორექტული დამოკიდებულება გახდა.