რადიკალური ისლამისტური დაჯგეფება ნუსრას ფრონტი ევროპის ტერიტორიაზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტებს ამზადებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა ტაიმსი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტთა მთავარი სამიზნე ბრიტანეთი გახდება. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი ადასტურებს, რომ ნუსრას ფრონტი ქვეყნისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.