საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის პროპორციული არჩევნების წინასწარი მონაცემებით, კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" 62.77% ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 3694 საარჩვენო უბნიდან 1920 უბანია დათვლილი.
ბოლო მონაცემებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 62.77%, "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) 11.13%, "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" 11.87%, "ეროვნული საბჭო" 7.09%, თოფაძე-მრეწველები 4.8%, ხოლო დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შედეგები ერთი პროცენტის ქვევით აქვთ.
შეგახსნებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს. თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.