ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, თბილისის თვითმმართველობის არჩევნების ბოლო მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი.
მისი ინფორმაციით, 774 უბანიდან 574 უბანია დათვლილი, რაც საერთო რაოდენობის 52%-ს შეადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) 18.81%, თოფაძე-მრეწველები 6.41%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 51.93%, საქართველოს სპორტსმენთა კავშირი 0.36%, "ეროვნული საბჭო" 8.34%, სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია 0.35%, "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" 11.52%, პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა" 0.08%, პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო" 0.11%, პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" 0.33%, პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა" 0.61%, "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია" 0.32%, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი" (სსსა) 0.1%, ივანიშვილი - "სახალხო დემოკრატები" 0.73%.
შეგახსნებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს. თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.