თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგები უკვე დათვლილია, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მერობის კაბდიდატი გიგი უგულავა 55.23%-ით ლიდერობს. ცენტრალურის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 774 საარჩვენო უბნიდან მონაცემები უკვე სრულად შევიდა.
ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა - 55.23%, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 19.05%, "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 10.7%, "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 8.31%, "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.19%, პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.65%, "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.51%, "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.22% და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.14 %.
შეგახსნებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს. თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.