თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგები მხოლოდ 16 უბანში რჩება დასათვლელი. ცენტრალურის საარჩევნო კომისიის მონაცემებით კი, 774 საარჩვენო უბნიდან 724+34 სპეციალური უბანია დათვლილი.
ბოლო მონაცემებით, ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა - 55.18 % (241555), მას მოსდევენ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია - 19.06 % (83454), "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 10.72 % (46946), "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 8.32% (36421), "თოფაძე-მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.18 % (22695), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.66 % (2868), "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი - 0.51 % (2246), "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.22% (965) და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.14 % (618).
შეგახსნებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედით კიდევ შეიცვალოს. თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.