თბილისში პროპორციული სისტემის კენჭისყრის შედეგებით, საარჩევნო ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამდროინდელი მონაცემებით, 774 საარჩევნო უბნიდან 467+34 სპეციალური უბანია დათვლილი.
წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 51.47%-ით, "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) 18.89%-ით, "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" 11.74%-ით, "ეროვნული საბჭო" 8.53% და თოფაძე-მრეწველები 6.41 %-ით შევლენ.
ბარიერი ვერ გადალახეს საქართველოს სპორტსმენთა კავშირმა 0.37%, სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტიამ 0.37%, პოლიტიკურმა პარტიამ "ჩვენი ქვეყანა" 0.08%, პოლიტიკურმა პარტიამ "მომავალი საქართველო" - 0.11%, პოლიტიკურმა მოძრაობამ "თავისუფლება" 0.33%, პოლიტიკურმა მოძრაობამ "სოლიდარობა" 0.6%, "თორთლაძე - დემოკრატიულმა პარტიამ" 0.3%, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი" (სსსა) 0.1%, ივანიშვილი - "სახალხო დემოკრატები" 0.7%.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ბარიერი 4%-ს შეადგენს.