"ეროვნული საბჭო" ხელისუფლებაზე "ზეწოლის მოხდენას ქუჩიდან აპირებს". შესაბამისი განცხადებები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიატებმა ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა გააკეთეს.
მათი თქმით, "ეროვნული საბჭო" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მომზადებაზე კონსულტაციებს დაიწყებეს.
ზვიად ძიძიგური გუშინდელ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
"არჩევნებმა ტერორით ჩაიარა. ასეთი ტოტალური გაყალბება, სხვა არჩევნებზე არ ყოფილა", - განაცხადა ძიძიგურმა.