თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის შედეგების 90% უკვე დათვლილია. ღოგორც ცენტრალურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 774 საარჩვენო უბნიდან 774 უბნიდან 669+34 სპეციალური უბანის კენწისყრის შედეგები დაემატა.
მისი ინფორმაციით, ამ დროის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა პირველ ადგილს 54.65 % (223156) იკავებს, "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი ირაკლი ალასანია 19.97 % (81527), "ქრისტიან დემოკრატების კანდიდატი გია ჭანტურია - 10.42 % (42558), "ეროვნული საბჭოს" კანდიდატი ზვიად ძიძიგური - 8.26 % (33744), "თოფაძე- მრეწველების" კანდიდატი გოგო თოფაძე - 5.16 % (21058), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობის" კანდიდატი თამაზ ვაშაძე - 0.65 % (2668), "სახალხო დემოკრატების" კანდიდატი ნიკა ივანიშვილი 0.52 % (2125), "თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი დავით იაკობიძე - 0.22 % (908) და "მომავალის საქართველოსთვის" კანდიდატი გიორგი ლაღიძე - 0.14 % (570).
თბილისში სულ 774 საარჩვენო უბანი იყო გახსნილი.
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.