"ქრისტიან-დემოკრატების" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგებით კმაყოფილია. მისი განცხადებით, თბილისის საკრებულოში მძლავრი ოპოზიციური ფრონტი გაიხსნება, რომლის ფლაგმანებიც "ქრისტიანს-დემოკრატები" იქნებიან. ამის შესახებ გრიგოლიამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ყოფილმა ჟურნალისტმა ხალხს არჩვენებში მონაწილეობისა და მათი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც "ქრისტიან - დემოკრატიულ მოძრაობას" მხარი დაუჭირა. "ქრისტიან - დემოკრატიული" ფრაქცია იქნება ყველაზე მწვავე თბილისის საკრებულოში. ხელისუფლება დღეს ზეიმობს, თუმცა მე მინდა ვუთხრა მათ - საზეიმოდ მალე ნამდვილად აღარ ექნებათ საქემე იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული და მწვავე პოლიტიკური ფრონტის გაიშლება, მას შემდეგ რაც ჩვენ ოფიციალურად შევალთ თბილისის საკრებულოში და ამ ოპოზიციური ფრონტის ფლაგმანი სწორედ "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" იქნება.", - განაცხადა გრიგოლიამ.