2 და 3 ივნისს რუმინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი განცახდებით, საქართველოსა და რუმინეთს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფროებში რამდენიმე მიმდინარე პროექტი გააჩნია.
დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ენერგეტიკისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრებიც. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და რუმინეთის მთავრობებს შორის ხელშეკრულების გაფორმება ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.