თვითმართველობის არჩევნების კენჭისყრის წინსაწარი შედეგებით პირველ სამ ადგილს "ნაციონალური მოძრაობა", "ალიანსი საქართველოსთვის" და "ქრისტიან-დემოკრატები" იკავებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით პროპორციული სისტემის კენჭისყრის 3694 საარჩვენო უბნიდან 1168 უბნის მონაცემებია დათვლილი.
ამ დროისთვის კენჭისყრის შედეგები შემდგენაირად გადანაწილდა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 60.69 % (320776), "ალიანსი საქართველოსთვის" (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) - 12.21 % (64550), "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 12 % (63430), თოფაძე-მრეწველები - 5.18% (27362), საქართველოს სპორტსმენთა კავშირი - 0.17% (923), "ეროვნული საბჭო" - 7.61% (40225), სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია - 0.26% (1348), პოლიტიკური პარტია "ჩვენი ქვეყანა" - 0.04 % (210), პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო" - 0.05 % (260), პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" - 0.37% (1947), "მომავლის პარტია" - 0 % (2), პოლიტიკური მოძრაობა "სოლიდარობა" - 0.28 % (1484), ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა "მამულიშვილი" - 0 % (21), "თორთლაძე - დემოკრატიული პარტია" - 0.7 % (3694), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი" (სსსა) - 0.09 % (466), ივანიშვილი - "სახალხო დემოკრატები" - 0.33 % (1743).
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.