საქართველოში შესაძლოა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩამოვიდეს. ამის შესახე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიგინგზე ისაუბრა.
კალანდაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ვიზიტი შესაძლოა, კლინტონის კავკასიური ტურნეს ფარგლებში შედგეს. მისი თქმით, დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის, თუ ვინ იქნება ვინ დელეგაციის ხელმძღვანელი.
"ამ კონკრეტულ ვითარებაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი, თუმცა თუ ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას, ჯერ უცნობია. ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა საკითხები დადგება დღის წესრიგში", - განაცხადა კალანდაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე ნინო კალანდაძე მიხეილ სააკაშვილის რუმინეთსა და საფრანგეთში დაგეგმილ ვიზიტებსაც შეეხო, რომლებიც ივნისის პირველ რიცხვებში უნდა შედგეს.