„თუ გავითვალისწინებთ ბატონ ტრამპის ტემპერამენტს, აშკარაა, რომ ის არ შეიძლება იყოს ქვეყნის უმაღლესი მეთაური, რადგანაც შეერთებულ შტატებს ბირთვული არსენალი აქვს.“ ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა კონკურენტთან პირველ დებატებზე განაცხადა, რასაც ტრამპის მხრიდან დამაჯერებელი განმარტება მოჰყვა. „მე ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რაც ბირთვულ არსენალთან მაკავშირებს, მააგრამ ვერ გამოვრიცხავ ვერცერთ ვარიანტს. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთი თავის ბირთვულ პოტენციალს აძლიერებს. მათ გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ჩვენ“-აღნიშნა ტრამპმა.