ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყანას კალიუმის სასუქების ის მოცულობები არ აქვს, რომელთა აშშ-ში ექსპორტიც შესაძლებელი იქნებოდა.
მისი თქმით, ბელარუსში მიმდინარე წლისთვის სასუქების წარმოების მოცულობები უკვე არსებული კონტრაქტებით არის განაწილებული.
ლუკაშენკოს ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბელარუსიდან კალიუმის სასუქების შესყიდვაზე „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობს. ტრამპის თქმით, სასუქების შეძენა მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იგეგმება კანადასთან სავაჭრო დაპირისპირების ფონზე.
ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს აშშ-ისთვის დიდი მოცულობის სასუქების მიწოდება არ შეუძლია.
„თუნდაც გვინდოდეს [კალიუმის სასუქების] სხვა, დასავლურ ბაზრებზე მიწოდება, უბრალოდ ასეთი მოცულობები არ გვაქვს - ყველაფერი კონტრაქტებით არის განაწილებული“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.