პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატებზე ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულა. დემოკრატმა კანდიდატმა რესპუბლიკელ კონკურენტს ქალების შეურაცხმყოფელი განცხადებები შეახსენა.
„ამ ადამიანმა ქალებს ღორები უწოდა. მისი ცნობილი გამონათქვამია, რომ დასაქმებულის ორსულობა დამსაქმებლისთვის სერიოზული პრობლემაა,“-განაცხადა კლინტონმა.