პირველ დებატებზე აშშ პრეზიდენტობის კანდიდატები კიბერუსაფრთხოების თემას შეეხნენ.
„ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც ჩემმა კონკურენტმა პუტინს მოუწოდა ამერიკული მონაცემთა ბაზა გაეტეხა,“-განაცხადა ჰილარი კლინტონმა, რაზეც მისმა კონკურენტმა მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ქალბატონი კლინტონი კიბერთავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებს, მაგრამ იქნებ ეს ჩინეთი იყო და არა რუსეთი. ანდა, უბრალოდ 200 კილოგრამიანი ჯეელი, რომელიც კომპიუტერთან იჯდა,“-განაცხადა ტრამპმა.