პირველ დებატებზე ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს მის კომპანიაში დასაქმებული ადამიანები შეახსენა, რომლებიც, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის თქმით, მილიარდერმა „გააცურა.“
„მე შევხვდი ბევრ ადამიანს, რომელიც თქვენ მოატყუეთ, გამოიყენეთ და ფული აღარ გადაუხადეთ. ამ დარბაზში ზის არქიტექტორი, რომელმაც თქვენი ერთ-ერთი გოლფ-კლუბები დააპროექტა და რომელსაც ფული არ გადაუხადეთ,“-განაცხადა კლინტონმა, რასაც ტრამპის რეპლიკა მოჰყვა: „შეიძლება მან სამუშაოს თავი ვერ გაართვა.“