ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები მწვავე კამათში გადაიზარდა. ჰილარი კლინტონმა კონკურენტი გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა.
„რატომ არ აქვეყნებთ ინფორმაციას თქვენს მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ? იქნებ არც ისე მდიდარი ხართ, როგორიც გსურთ იყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ, გაქვთ რაღაც დასამალი.“
პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ გადახდილი გადასახადების შესახებ სრულ მონაცემებს გამოაქვეყნებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინტონი თავის ელექტრონულ ფოსტას გაასაჯაროებს.
წინასაარჩევნო კამპანიისას კლინტონს პრობლემები სწორედ პირადი ელექტრონული ფოსტის გამო შეექმნა, რომელსაც სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას სამსახურეობრივი მიზნით იყენებდა.