„მე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შემიძლია, ჰილარი კლინტონს-არა.“ ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დემოკრატ კონკურენტთან პირველ დებატებზე განაცხადა.
„თქვენ და თქვენი მეუღლე, ექსპრეზიდენტი კლინტონი 30 წლის მანძილზე პრობლემების მოგვარებას სამუშაო ადგილების შემცირებით ცდილობდით, მე კი დასაქმებულთა რაოდენობას გავზრდი,“-აღნიშნა ტრამპმა.
პასუხად კლინტონმა განაცხადა, რომ ტრამპი თავის რეალობაში ცხოვრობს.